დოკუმენტური ფილმის „თბილისი“ რესტავრირებული ვერსიის ონლაინპრემიერა დღეს გაიმართება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის „ეისბუქგვერდზე დოკუმენტურ ფილმ „თბილისის“ ციფრულად რესტავრირებულ ვერსიას მაყურებელი 22 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ონლაინპრემიერის ფორმატში იხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული არქივი ავრცელებს.
„რეჟისორმა თენგიზ ნოზაძემ ფილმი 1966 წელს გადაიღო. საქართველოს ეროვნული არქივის ბაზაზე ფილმის ორიგინალი ფირიდან 4k გარჩევადობის აპარატურით დასკანერდა და ციფრულ ასლს ფერის, გამოსახულებისა და ხმის კორექცია გაუკეთდა.
საქართველოს ეროვნული არქივი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე მაყურებელს რესტავრირებული საარქივო ფილმების ჩვენებებს ორ კვირაში ერთხელ სთავაზობს“, – აღნიშნულია ეროვნული არქივის ინფორმაციაში.