Doing Business-ის რეიტინგში სამშენებლო ნებართვების პარამეტრით შარშან საქართველო მე-8 ადგილზე იყო, წელს კი 29-ე პოზიციაზეა
Doing Business-ის რეიტინგში სამშენებლო ნებართვების პარამეტრით შარშან საქართველო მე-8 ადგილზე იყო, წელს კი 29-ე პოზიციაზეა

მსოფლიო ბანკის Doing Business-ის რეიტინგში საქართველო წელს მსოფლიოში მე-9 ადგილზეა. ამასთან, წინა ანგარიშთან შედარებით, საქართველოს პოზიციები 10-დან ოთხ ინდიკატორში შემცირებისკენ შეიცვალა.

კერძოდ, სამშენებლო ნებართვების პარამეტრით შარშან საქართველო მე-8 ადგილზე იყო, წელს კი 29-ე პოზიციაზეა. ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის მიმართულებით  54-ე ადგილიდან  – 62-ზე, კრედიტის მიღების კუთხით კი მე-7-დან მე-12-ზე. ერთი ადგილით შეიცვალა მაჩვენებელი ქონების რეგისტრაციის კუთხით (შარშან მე-3 ადგილი, წელს კი მე-4).

კიდევ ერთი პარამეტრით პოზიცია არ შეცვლილა – გადასახადების გადახდის კრიტერიუმით შარშანაც და წელსაც საქართველო მსოფლიოში 22-ე ადგილზეა.

პოზიციები გაუმჯობესებულია ბიზნესის დაწყების, ელექტროენერგიის ქსელზე მიერთების, მცირე აქციონერთა უფლებების დაცვის, კონტრაქტების აღსრულების და გადახდისუუნარობის საქმეების გადაწყვეტის კუთხით.