„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, გერმანიაში 2013 წლის შემდეგ უმუშევრობის დონე პირველად გაიზარდა
გერმანიაში 2013 წლის შემდეგ უმუშევრობის დონე პირველად გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა გერმანიის შრომის ბაზარს. 2020 წლის დეკემბერში გერმანიაში 2 707 000 უმუშევარი ადამიანი აღირიცხა. ეს მონაცემები შრომის ფედერალურმა სააგენტომ გამოაქვეყნა.
ქვეყანაში დეკემბრის თვეში, ნოემბერთან შედარებით, უმუშევართა რიცხვი 8 000-ით მეტი იყო, ხოლო 2019 წლის დეკემბრის თვესთან შედარებით, გერმანიაში უმუშევართა რიცხვი 480 000-ით გაიზარდა.
ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ნახევარ განაკვეთზე მომუშავე ადამიანთა რაოდენობაც. 2020 წლის დეკემბერში ნახევარ განაკვეთზე მომუშავეთა რაოდენობა 3 534 000 ადამიანი იყო, ხოლო გასულ წელს მათი რაოდენობა 363 000-ით ნაკლები იყო.