„დოიჩე ველე“ - მაროკოს საპარლამენტო არჩევნებში ლიბერალური პარტიები ლიდერობენ
„დოიჩე ველე“ - მაროკოს საპარლამენტო არჩევნებში ლიბერალური პარტიები ლიდერობენ

„დამოუკიდებლობის ეროვნულმა მოძრაობამ“ და „ავთენტურობის და თანამედროვეობის პარტიამ“, წინასწარი შედეგების მიხედვით, მაროკოს საპარლამენტო არჩევნებში 97 და 82 ადგილი მოიპოვეს. ისლამისტურმა „სამართლიანობის და განვითარების პარტიამ“ კი, რომელიც ქვეყანას ბოლო ათწლეულის განმავლობაშ მართავდა, მხოლოდ 12 ადგილის მოპოვება შეძლო. საბოლოო შედეგები, დღეს საღამოს გახდება ცნობილი.

პარტია „დამოუკიდებლობის ეროვნული მოძრაობა“, რომელსაც მილიარდერი ბიზნესმენი აზიზ ახანუჩი ხელმძღვანელობს ბიზნესმენებით, ტექნოკრატებით და საჯარო სამსახურში დასაქმებული მაღალჩინოსნებით არის დაკომპლექტებული. პარტიას ლიბერალური ხედვები აქვს, რაც მაროკოს მეფის მოჰამედ IV-ის პოლიტიკასთან უფრო ახლოსაა.

ისლამისტური პარტია, რომელიც ქვეყანას 2011 წლის „არაბული გაზაფხულის“ შემდეგ მართავდა, ლიბერალურ პარტიებს ხმების გაყალბებაში და ხალხის მოსყიდვაში ადანაშაულებს. მაროკოში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა და ტრადიციული საარჩევნო კამპანიის ჩატარება კორონავირუსის პანდემიის გამო შეზღუდულია, რაც ისლამისტების ეჭვებს კიდევ უფრო ამყარებს.

საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ, მაროკოს მეფე პრემიერ-მინისტრს იმ პარტიიდან დაასახელებს, რომელიც პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს. დასახელებულ პრემიერს მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბება და დასამტკიცებლად მეფისთვის წარდგენა ევალება.