„დოიჩე ველე“ - აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებმა არაბეთის ზღვაში დაკავებული გემიდან დიდი რაოდენობით ჩინური და რუსული წარმოების იარაღი ამოიღეს
აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებმა არაბეთის ზღვაში დაკავებული გემიდან დიდი რაოდენობით ჩინური და რუსული წარმოების იარაღი ამოიღეს, – ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
აშშ-ის სარაკეტო კრეისერმა, „მონტერეიმ“ არაბეთის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში საიდენტიფიკაციო ნიშნების გარეშე მცურავი გემი დააკავა. ჩხრეკის შედეგად, გემიდან ჩინური წარმოების ათასობით ავტომატი და რუსული წარმოების ანტი-სატანკო რაკეტები, ასობით ტყვიამფრქვევი, სნაიპერული შაშხანები, ყუმბარმტყორცნები და ოპტიკური სამიზნეები ამოიღეს.
გემის ეკიპაჟი დაკითხვის შემდეგ გაუშვეს. ამჟამად ექსპერტები არკვევენ, თუ საიდან იყო გამოგზავნილი და ვისთვის იყო განკუთვნილი რუსული და ჩინური წარმოების იარაღი.