დოჰას ტურნირი პეტრა კვიტოვამ მოიგო
დოჰას ტურნირი პეტრა კვიტოვამ მოიგო

გასულ კვირას ყატარის ქალაქ დოჰაში ქალებს შორის WTA-ის უმაღლესი კატეგორიის ტურნირი მიმდინარეობდა.

ბრწყინვალე ფორმას აჩვენებს თებერვალში ჩეხი პეტრა კვიტოვა. თვის დასაწყისში მან სანკტ-პეტერბურგის ტურნირი მოიგო, ახლა კი დოჰაშიც იმარჯვა და მოგებათა სერია 13 მატჩამდე აიყვანა.

კვიტოვამ დოჰას ტურნირის ნახევარფინალში ავსტრალიის ღიას ახალი ჩემპიონი, მსოფლიოს პირველი ჩოგანი კაროლინ ვოზნიაცკი დაამარცხა, ფინალში კი ესპანელ გარბინ მუგურუსას მოუგო – 3:6, 6:3, 6:4.

შეხვედრა 2 საათსა და 16 წუთს გრძელდებოდა. კვიტოვამ ბრეიკებში 3:2 აჯობა მეტოქეს, ეისებში – 6:3. ურთიერთშეხვედრებში ჩეხი 4:1-ს უგებს მუგურუსას.

პეტრამ კარიერაში 22-ე ტიტული მოიპოვა და ამ მაჩვენებლით, მოქმედ ჩოგბურთელებს შორის მხოლოდ სერენა და ვინუს უილიამსებს, მარია შარაპოვასა და კაროლინ ვოზნიაცკის ჩამორჩება.