დოდო გუგეშაშვილი მიიჩნევს, რომ 17 მაისს საქართველოში მხოლოდ ოჯახის სიწმინდის დღე უნდა აღინიშნოს
ასოციაციის „დაიცავი შენი წილი სამშობლო“ თავმჯდომარე დოდო გუგეშაშვილი აცხადებს, რომ 17 მაისს საქართველოში მხოლოდ ოჯახის სიწმინდის დღე უნდა აღინიშნოს. დოდო გუგეშაშვილის თქმით, გაკვირვებულია რამდენიმე ცნობილი ადამიანის პოზიციით, რომელთაც არ სურთ მონაწილეობის მიღება ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო კონცერტში.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ოჯახის სიწმინდის დღე დაწესებულიყო ჩვენს ქვეყანაში. უწმინდესმა და უნეტარესმა ეს დღე დააწესა და ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, არ აქვს მნიშვნელობა ქართველია თუ არა, ვულოცავ ამ დღეს“,- განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.
დოდო გუგეშაშვილი მიიჩნევს, რომ ლგბტქ თემმა ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს საჯარო მსვლელობა არ უნდა მოაწყოს.
„უმცირესობის აგრესიული პროპაგანდის ხარჯზე ილახება უმრავლესობის უფლებები, რაც სრულიად დაუშვებელია“, – განაცხადა გუგეშაშვილმა. ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის წინააღმდეგია ფონდ „მოლოდინის“ წევრი ბელა ზალდასტანიშვილიც.