დნიპროს მერი აცხადებს, რომ ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. აღნიშნულის შესახებ ბორის ფილატოვმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„დარჩით თავშესაფრებში. უკვე არსებობს კერძო სახლებზე რაკეტების ნამსხვრევების ჩამოვარდნის ფაქტები. დეტალები მოგვიანებით. ველოდებით ოფიციალურ ინფორმაციას სამხედრო ადმინისტრაციისგან“, – წერს დნიპროს მერი.
უკრაინული მედიის ცნობით, სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ქალაქში ჯერ აფეთქებების ხმა იყო, განგაშის სიგნალი კი შემდეგ გაისმა.