დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივი-რიჰზე რუსეთის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა, კიდევ 28 ადამიანი დაშავდა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
კრივი-რიჰის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის, ალექსანდრ ვილკულის განცხადებით, 14 ივნისი ქალაქში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ნანგრევებში ერთი ადამიანია დარჩენილი.
დღეს, გამთენიისას რუსეთმა იერიში მიიტანა ქალაქ კრივი-რიჰზე. დაბომბილია ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. ასევე დანგრეული და დაზიანებულია კერძო სახლები და ავტომობილები.