დმიტრო კულებამ და ჯოზეფ ბორელმა სატალეფონო საუბარი გამართეს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი და საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი „ტვიტერში“ წერენ.
„ვესუბრე დმიტრო კულებას ევროკომისიის სხდომის გამართვამდე. ევროკავშირი აგრძელებს სამხედრო დახმარების მიწოდების ხელშეწყობას. შევთანხმდით სანქციების სასწრაფო პროგრესზე. ევროკავშირის ლიდერებთან ერთად განვიხილავთ უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის მხარდაჭერის საშუალებებს, ასევე რუსეთის აგრესიის გავლენას გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე“, – წერს ჯოზეფ ბორელი.
ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სატელეფონო საუბრის დროს ჯოზეფ ბორელთან ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტის განხორციელების სირთულეები განიხილა და მადლობა გადაუხადა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შემდგომი მობილიზაციისთვის.
„ვესაუბრე ჯოზეფ ბორელს. მადლობელი ვარ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შემდგომი მობილიზაციის საკითხში მისი მზადყოფნისთვის. განვიხილეთ ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტის განხორციელების სირთულეები. უნდა დამტკიცდეს რაც შეიძლება მალე, ნავთობის ემბარგოს ჩათვლით. სურსათის უსაფრთხოება რჩება ჩვენს ყურადღების ცენტრში“, – წერს დმიტრო კულება „ტვიტერზე“.