დმიტრო კულება - ვფიქრობ, რაც აშშ-ის კონგრესში გასულ შაბათ-კვირას მოხდა, არის შემთხვევა, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა შეირყა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ აშშ-ის კონგრესში წლიური ბიუჯეტის საკითხზე უთანხმოებისა და შესაძლო „შათდაუნის“ ფონზე უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა ურყევია.
ამის შესახებ დმიტრო კულებამ კიევში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.
„შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში, ის, რაც აშშ-ის კონგრესში გასულ შაბათ-კვირას მოხდა, არის სისტემური, თუ შემთხვევა. ვფიქრობ, რომ ეს არის ინციდენტი. ჩვენ გვაქვს ძალიან სიღრმისეული დისკუსია კონგრესში ორივე მხარესთან, რესპუბლიკელებთან და დემოკრატებთან. აშშ-ში პოტენციური „შათდაუნის“ გათვალისწინებით, იყო მიღებული ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს. თუმცა, ჩვენ ახლა ვმუშაობთ კონგრესის ორივე მხარესთან, რომ ის არ განმეორდეს არავითარ გარემოებებში. ამიტომ ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ აშშ-ის მხარდაჭერა შეირყა, რადგან აშშ-ს ესმის, რომ უკრაინაში ფსონი გაცილებით დიდია, ვიდრე უბრალოდ უკრაინა, საუბარია მსოფლიოს სტაბილურობასა და პროგნოზირებადობაზე. სწორედ ამიტომ, მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ საჭირო გადაწყვეტილებების პოვნას“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.
გასულ-შაბათ კვირას აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა დროებითი, 45-დღიანი ბიუჯეტი, რათა თავიდან აეცილებინა მთავრობის მუშაობის შეჩერება, ე.წ. შათდაუნი. დროებით ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული უკრაინისთვის დახმარების ხარჯები.
მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რესპუბლიკელებს მოუწოდა, არ დაუშვან უკრაინის დახმარების შეფერხება და იმუშაონ წლიური ბიუჯეტის დასამტკიცებლად.
მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია, აშშ-ის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.
„ჩვენ არანაირ გარემოებებში არ დავუშვებთ, რომ აშშ-ის მხარდაჭრა უკრაინისადმი შეფერხდეს. შემიძლია, დავარწმუნო (უკრანა), რომ ჩვენ ამას მივაღწევთ. მინდა, დავარწმუნო ჩვენი მოკავშირეები, რომ შეგიძლიათ, ჩვენი მხადაჭერის იმედი გქონდეთ“, – განაცხადა ბაიდენმა.