დმიტრო კულება - უკრანული მხარე მიესალმება თურქეთის ინიციატივას ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის თურქეთში გამართვასთან დაკავშირებით
დმიტრო კულებას განცხადებით, უკრანული მხარე მიესალმება თურქეთის ინიციატივას უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის თურქეთში გამართვასთან დაკავშირებით.
აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პოლონეთში ვიზიტისას განაცხადა.
დმიტრო კულებამ მადლობა გადაუხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანს გაწეული ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ მისი ჩართულობის წყალობით შესაძლებელი გახდა მოლაპარაკებების პლატფორმის გადატანა ბელორუსიდან თურქეთში, რაც უკრაინისთვის პოზიტიურია და მოლაპარაკებებზე სწორ ატმოსფეროს შექმნის.
„თურქული დიპლომატიის ამ წარმატებების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, თუ ის მოახერხებს თურქეთში პრეზიდენტ ზელენსკის და პუტინს შორის შეხვედრის ორგანიზებას, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამ ინიციატივას“, – განაცხადა დიმიტრი კულებამ.
პირველ აპრილს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა, უმასპინძლოს უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტების შეხვედრას თურქეთში, რათა მოლაპარაკება გაიმართოს ომის დასრულებაზე.