დმიტრო კულება - უკრაინის ნატო-ს წევრობაზე გადაწყვეტილება დამოკიდებულია ალიანსის ოთხ წევრ ქვეყანაზე
უკრაინის ნატო-ს წევრობაზე გადაწყვეტილება დამოკიდებულია ალიანსის ოთხ წევრ ქვეყანაზე, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ უკრაინულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
„ერთ-ერთი მათგანი განსაკუთრებით დიდი და მნიშვნელოვანია ნატო-ში“, – აცხადებს მინისტრი და აღნიშნავს, რომ ერთ-ერთმა ქვეყანამ უკრაინის წევრობაზე „მერყეობა დაიწყო“.
აღსანიშნავია, რომ 20 აპრილს, კიევში ვიზიტისას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ვილნიუსის სამიტზე წევრი ქვეყნები აპირებენ, განიხილონ უკრაინის წევრობისა და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, თუმცა მთავარ საკითხად რჩება ომში გამარჯვება.
ცოტა ხნის წინ გერმანულმა მედიასაშუალებამ, DPA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნატო-ს წევრებს, კერძოდ, აშშ-სა და გერმანიას ჯერჯერობით არ სურთ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.