დმიტრო კულება - უკრაინა-თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისკენ ბოლო ნაბიჯი უნდა გადავდგათ
უკრაინამ და თურქეთმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დასადებად ბოლო ნაბიჯი უნდა გადადგან და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და მგრძნობიარეა, რომელიც ორი მხრიდან კომპრომისს მოითხოვს. უკრაინული დელეგაცია ანკარაში ჩასასვლელად მზადაა, რათა გაგრძელდეს მოლაპარაკებები შეთანხმების დასასრულებლად. აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.
„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დასადებად ჩვენ მხოლოდ ერთი ნაბიჯი უნდა გადავდგათ, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ ორივე ქვეყნისთვის ეს ყველაზე რთულია. უნდა შევთანხმდეთ სავაჭრო პოზიციებზე, რაც ორივე ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მგრძნობიარე იქნება. შეთანხმებას მხოლოდ კომპრომისის გზით მივაღწევთ, როდესაც მხარეები წავლენ დათმობებზე. ჩვენი დელეგაცია ანკარაში ჩასასვლელად მზადაა, რათა მოხდეს წინსვლა შეთანხმების შესასრულებლად, იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკურ დონეზე შეთანხმების დასადებად აბსოლუტურად მზად ვართ. ინტერესთა ბალანსი უნდა დამყარდეს. ორივე მხრიდან, პრეზიდენტების დონეზე პოლიტიკური ნება არსებობს. ერთადერთი საკითხია სწორედ ეს რთული, მაგრამ გარდაუვალი ნაბიჯი“, – განაცხადა კულებამ.