დმიტრო კულება - უკრაინა მოკავშირეებისგან პირველ ეტაპზე 140-მდე ტანკს მიიღებს
უკრაინა პირველ ეტაპზე მოკავშირეებისგან 120-140 ტანკს მიიღებს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
„შემიძლია, აღვნიშნო, რომ პირველ ტალღაში უკრაინის შეიარაღებული ძალები 120-დან 140-მდე ერთეულ თანამედროვე, დასავლური მოდელის ტანკს მიიღებს“, – განაცხადა კულებამ.
მინისტრი იმედოვნებს, რომ, „ლეოპარდების“, „ჩელენჯერების“ და „აბრამსების“ გარდა, „ლეკლერკებიც“ იქნება.
როგორც კულება აღნიშნავს, სატანკო კოალიცია 12 ქვეყანას აერთიანებს, თუმცა ამ ეტაპზე მათი დასახელებისგან თავს იკავებს, რადგან ზოგიერთ ქვეყანას ჯერ ფორმალურად აქვს გადაწყვეტილება მისაღები. კულებას თქმით, უკრაინა განაგრძობს სატანკო კოალიციის გაფართოებაზე მუშაობას.