დმიტრო კულება - უკრაინა არ ემზადება ტრამპის თეთრ სახლში შესაძლო დაბრუნებისთვის
უკრაინა არ ემზადება ტრამპის თეთრ სახლში შესაძლო დაბრუნებისთვის, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.
„მე არ ვიცი, რა მოხდება ხვალ ან როგორ მოიქცევა აშშ-ის პოლიტიკური ელიტა. რაც ჩვენ ვისწავლეთ დონალდ ტრამპის, როგორც პრეზიდენტის, პირველი ვადის დროს, არის ის, რომ ნებისმიერი კრიზისიდან ყოველთვის არის გამოსავალი“, – განაცხადა კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ 2014 წელს რუსეთთან ომის დაწყების შემდეგ უკრაინამ იმდენი გამოცდა გაიარა, რომ „გადაჭარბების გარეშე, ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის“.