დმიტრო კულება - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შევთანხმდით, რომ საფრანგეთი მხარს დაუჭერს არა მხოლოდ უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციას, არამედ კონკრეტული ვადების დაცვას
დმიტრო კულება - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შევთანხმდით, რომ საფრანგეთი მხარს დაუჭერს არა მხოლოდ უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციას, არამედ კონკრეტული ვადების დაცვას

უკრაინისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიევში, თავდაცვისა და თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს.

როგორც დმიტრო კულებამ ფრანგ კოლეგასთან, სტეფან სეჟურნთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, მხარეებმა განიხილეს უკრაინის ცის დასაცავად სისტემებისა და რაკეტების, ასევე დრონების შემდგომი მიწოდება.

„დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ, რათა შევქმნათ ყველაზე ხელსაყრელი პირობები ჩვენი თავდაცვისთვის, უპირველეს ყოვლისა, სამართლებრივ სფეროში, რათა, მათ შორის, ურთიერთქმედების სამართლებრივი და ფინანსური პირობები მაქსიმალურად ხელსაყრელი იყოს და შევძლოთ, მეტი იარაღი ვაწარმოოთ“, – აღნიშნა კულებამ.

მოლაპარაკების კიდევ ერთი საკითხი იყო უკრაინის სვლა ევროკავშირისა და ნატო-სკენ.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ საფრანგეთი მხარს დაუჭერს არა მხოლოდ უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციას, არამედ ამ გზაზე კონკრეტული ვადების დაცვას“, – ხაზგასმით აღნიშნა კულებამ.

კულებასა და სეჟურნს შორის განხილულ საკითხებს შორის იყო რუსეთის გაყინული აქტივების და რუსული აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის საკითხები.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი სტეფან სეჟურნე კიევში დღეს ჩავიდა.