დმიტრო კულება - რუსეთმა შესაძლოა, იანვარში ან თებერვალში უკრაინაზე შეტევა კვლავ განაახლოს, მჯერა, მათ არ გამოუვათ ჩვენი თავდაცვის ხაზის გარღვევა
რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაზე შეტევა 2023 წლის იანვარში ან თებერვალში კვლავ განაახლოს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რომ რუსეთისთვის შეუძლებელი გახდეს თავდაცვის ხაზის გარღვევა და უკრაინის სიღრმეში შეჭრა.
„ახალი წვევამდელების მობილიზაციის, რეკრუტირებისა და წვრთნის გათვალისწინებით, ასევე მძიმე ტექნიკის გადაადგილების მიხედვით, ისინი უდავოდ იმედოვნებენ, რომ შეძლებენ ჩვენი თავდაცვის ხაზის გარღვევას და უკრაინის სიღრმეში შემოჭრას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს მათთვის შეუძლებელი გავხადოთ. მტკიცედ მჯერა, რომ მათ ეს არ გამოუვათ“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.