დმიტრო კულება - რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი, მკაცრი სანქციები გზაშია
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი, მკაცრი სანქციები გზაშია.
ამის შესახებ დმიტრო კულება „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
„ხსოვნისა და შერიგების დღეს, ევროპაში გამარჯვების დღეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან ერთად შევათანხმეთ უკრაინის გამარჯვების მოსაახლოებლად შესაბამისი ნაბიჯები. რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი, მკაცრი სანქციები გზაშია. განვიხილეთ უკრაინის სურსათის ექსპორტის განბლოკვისა და გლობალური სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზები“, – წერს დმიტრო კულება.