დმიტრო კულება - რუსეთის პრეზიდენტი თუ თავს დაესხმება ბალტიის რომელიმე ქვეყანას, ნატო-ს რამდენიმე დღე დასჭირდება რეაგირებისთვის, მაგრამ გათავისუფლებული ქალაქები ბახმუტსა და ავდეევკას დაემსგავსება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ თუ რუსეთი თავს დაესხმება ბალტიის რომელიმე ქვეყანას, ის დამარცხდება, მაგრამ გათავისუფლებული ქალაქები ბახმუტსა და ავდეევკას დაემსგავსება.
კულება დარწმუნებულია, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი თავს დაესხმება ბალტიის რომელიმე ქვეყანას, ისინი თავს კარგად დაიცავენ, ნატო-ს კი რამდენიმე დღე დასჭირდება რეაგირებისთვის.
„საბოლოოდ, ვფიქრობ, ნატო გაიმარჯვებს, მაგრამ შეხედეთ ბახმუტს, შეხედეთ ავდეევკას, ასეთი იქნება ინტენსიური ბრძოლების შემდეგ ბალტიის ქვეყნები. ვილნიუსი აღარ იქნება ლამაზი“, – ამბობს კულება.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ, ყველაზე იაფი და უსაფრთხო მეთოდი ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად უკრაინის მხარდაჭერაა. კულებას თქმით, ლიეტუვაში ამას კარგად ხვდებიან და სწორედ ამიტომ ეხმარებიან უკრაინას.
„სხვები ისე იქცევიან, თითქოს ამის თავიდან აცილება შეუძლიათ“, – ამბობს კულება.