დმიტრო კულება - რუსეთის მხრიდან უკრაინული პორტების ბლოკირება შანტაჟია, საერთაშორისო ურთიერთობებში შანტაჟის უკეთეს მაგალითს ვერ იპოვით
რუსეთის მხრიდან უკრაინული პორტების ბლოკირება შანტაჟია, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
კულებას თქმით, რუსეთს არ აქვს განზრახვა, მონაწილეობა მიიღოს დისკუსიებში, რომლებიც მიზნად ისახავს ომის დასრულებას.
„ეს აშკარა შანტაჟია, საერთაშორისო ურთიერთობებში შანტაჟის უკეთეს მაგალითს ვერ იპოვით. ჩვენ თუ არ გავიტანთ უკრაინის ტერიტორიაზე ამჟამად შენახულ ნათესებს, მალე სხვა მოსავალს მივიღებთ. საცავები სავსეა და ვიდრე მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში სასურსათო კრიზისი იქნება, უკრაინული მარცვლეული ღია ცის ქვეშ დალპება. უკრაინელი ფერმერები არ დათესავენ და უკრაინაში მთელი სასოფლო-სამეურნეო ციკლი შეწყდება, რაც მრავალწლიან სასურსათო კრიზისს ნიშნავს“, – განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
როგორც ცნობილია, პორტების განბლოკვის სანაცვლოდ, რუსეთმა სანქციების მოხსნა მოითხოვა.