დმიტრო კულება - „რეფერენდუმები“ და ჰიბრიდული „მობილიზაცია“ არაფერს შეცვლის, უკრაინა გააგრძელებს ტერიტორიების გათავისუფლებას
არც „რეფერენდუმები“ და არც ჰიბრიდული „მობილიზაცია“ არაფერს შეცვლის, უკრაინა გააგრძელებს ტერიტორიების გათავისუფლებას, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
კულება გამოეხმაურა რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ დონეცკის, ლუგანსკისა და ხერსონის ტერიტორიებზე რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმები 23-27 სექტემბერს გაიმართება.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთი ყოველთვის იყო და დარჩება აგრესორ სახელმწიფოდ.
„უკრაინას აქვს სრული უფლება, გაათავისუფლოს თავისი ტერიტორიები და გააგრძელებს მათ გათავისუფლებას, რაც არ უნდა თქვან რუსეთში“, – თქვა დმიტრო კულებამ.