დმიტრო კულება - პუტინმა დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს
დმიტრო კულება - პუტინმა დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება დონბასში რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„პუტინმა ახლახან დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. უკრაინის მშვიდობიანი ქალაქები დარტყმის ქვეშ არიან. ეს არის აგრესიის ომი. უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს. მსოფლიოს შეუძლია და უნდა შეაჩეროს პუტინი. ახლა მოქმედების დროა“, – წერს კულება „ტვიტერში“.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა.

უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის.