დმიტრო კულება - პუტინი ომშია ბავშვებთან, რუსეთში მათ გისოსებს მიღმა გაატარებინეს ღამე, რადგან „არა ომს“ აქციაში მონაწილეობდნენ
პუტინი ომშია ბავშვებთან, – ეს განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ მიკრობლოგ „ტვიტერზე“ გააკეთა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში ანტისამთავრობო აქციის დროს ბავშვების დაკავების თემას გამოეხმაურა.
„პუტინი ომშია ბავშვებთან. უკრაინაში, სადაც ის რაკეტებით ბომბავს საბავშვო ბაღებსა და ბავშვთა სახლებს, ასევე რუსეთში, სადაც 7 წლის დავიდს, 9 წლის სოფიას, 11 წლის მატვეის, 11 წლის გოშას და ლიზას მთელი ღამე გისოსებს მიღმა გაატარებინეს, რადგან „არა ომს“ აქციაში იღებდნენ მონაწილეობას. აი, ასე გამოიყურება შეშინებული ადამიანი“, – წერს კულება.