დმიტრო კულება - პრიგოჟინის ბედი აჩვენებს, რომ რუსეთთან შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებები უშედეგო იქნება
„ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ბედი აჩვენებს, რომ რუსეთთან შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებები უშედეგო იქნება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
„პრიგოჟინი კონფლიქტში იყო პუტინთან. უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმდნენ და შემდეგ პუტინმა მოკლა. არ არსებობს საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ სხვა მოლაპარაკებებში პუტინი სხვაგვარად მოიქცევა“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კრემლმა უარყო რაიმე სახით მონაწილეობა ავიაკატასტროფაში, რომლის დროსაც ევგენი პრიგოჟინი დაიღუპა.