დმიტრო კულება - პრაღაში შევხვდი ჩემს ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს, განვიხილეთ სხვადასხვა ორმხრივი საკითხი, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
კულება აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა ორმხრივი საკითხი და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი.
„პრაღაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში შევხვდი ჩემს ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს. განვიხილეთ სხვადასხვა ორმხრივი საკითხი, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი“, – წერს დმიტრო კულება.