დმიტრო კულება - მოლდოვას გაზის მიწოდების საკითხებში გარკვეული სახის დახმარება გავუწიეთ, თანამშრომლობას გავაგრძელებთ
ბუნებრივი აირის საკითხზე რუსეთიდან მომდინარე ზეწოლის ფონზე, უკრაინა მოლდოვას დაეხმარება. აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ნიკოლაე პოპესკუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მოლდოვისა და უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოება ჩვენი დღევანდელი მოლაპარაკების მნიშვნელოვანი თემა იყო. ჩვენ უკვე გავუწიეთ გარკვეული სახის დახმარება მოლდოვას და გავაგრძელებთ თანამშრომლობას გაზის მიწოდების საკითხებში. ჩვენ ერთად შეგვიძლია, დავძლიოთ ნებისმიერი ზეწოლა, რომელიც მომდინარეობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან“, – აღნიშნა კულებამ.
მისივე თქმით, ოფიციალურ კიევს კიშინიოვთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარება სურს.
„გვსურს ვიხილოთ უკრაინული კომპანიები მოლდოვის ელექტროენერგიის ბაზარზე. უფრო ფართო გაგებით, უკრაინულ ბიზნესს მოვუწოდებ, აქტიურად იმუშაოს მოლდოვის ბაზარზე და უფრო მჭიდროდ დააკავშიროს ჩვენი ქვეყნები სავაჭრო ცენტრებთან. ჩვენ აგრეთვე ვიწვევთ მოლდოვურ კომპანიებს უკრაინაში“, – განაცხადა კულებამ.