დმიტრო კულება - მნიშვნელოვანია, ყველაფერი გაკეთდეს „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის“ აღსადგენად, დაბრუნდეს ბალანსი გლობალურ ბაზარზე, დაბრუნდეს ფასები კონტროლის ქვეშ
დმიტრო კულება - მნიშვნელოვანია, ყველაფერი გაკეთდეს „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის“ აღსადგენად, დაბრუნდეს ბალანსი გლობალურ ბაზარზე, დაბრუნდეს ფასები კონტროლის ქვეშ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, გლობალურ სასურსათო ბაზარზე ბალანსის დასაბრუნებლად საჭიროა „მარცვლეულის ინიციატივის“ აღდგენა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი გაკეთდეს, რაც შესაძლებელია, რათა აღდგეს „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა“ და დაბრუნდეს ბალანსი გლობალურ სასურსათო ბაზარზე, დაბრუნდეს ფასები კონტროლის ქვეშ და უკრაინას საშუალება მიეცეს, მიაწოდოს მარცვლეული ქვეყნებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ“,  – განაცხადა კულებამ პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასიფ ალი ზარდართან ერთად გამართულ პრეკონფერენციაზე.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ მარცვლეულის მოცულობის სიმცირე და გადაზიდვის მაღალი ფასები პროდუქტზე ფასის მატებას გამოიწვევს.