დმიტრო კულება - მეორე სამშვიდობო სამიტში რუსეთის მონაწილეობა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ფორმატშია შესაძლებელი
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ მეორე სამშვიდობო სამიტში რუსეთის მონაწილეობა შესაძლებელი იქნება შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ფორმატში.
მისი თქმით, მარცვლეულის ფორმატი წარმატებულ გამოცდილებას წარმოადგენს, როდესაც უკრაინა მოლაპარაკებებს აწარმოებდა თურქეთსა და გაერო-სთან, რომლებიც, თავის მხრივ, რუსეთს ელაპარაკებოდნენ.
თუმცა კულება აღნიშნავს იმასაც, რომ უკრაინას არ სურს რუსეთთან პირდაპირი კონტაქტი, მის დანაშაულთა გათვალისწინებით.
კითხვაზე, არის თუ არა გარანტია, რომ სამშვიდობო სამიტზე რუსეთთან შეთანხმება არ ჩავარდება, როგორც ეს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების დროს მოხდა, კულება ამბობს, რომ როდესაც საუბარი ეხება რუსეთს, წინდახედულობაა საჭირო.