დმიტრო კულება - ევროკავშირში უკვე დაწყებულია ტექნიკური მზადება რუსეთის SWIFT-დან გათიშვის თაობაზე
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, რომ ევროკავშირში უკვე დაწყებულია ტექნიკური მზადება რუსეთის SWIFT-ის გადახდის სისტემიდან გათიშვის თაობაზე.
„ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ ამ სანქციის შესრულებისთვის ტექნიკური სამზადისი დაიწყო.
უკრაინული დიპლომატიის მთელმა ვერტიკალმა იმუშავა, პრეზიდენტით დაწყებული, უკრაინის საელჩოს ატაშეთი დამთავრებული“, – წერს დმიტრო კულება.