დმიტრო კულება - დონალდ ტრამპი არის ადამიანი, რომელთან მუშაობაც შესაძლებელია, უბრალოდ საჭიროა, იცოდეთ, როგორ იმუშაოთ მასთან
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება არ თვლის, რომ იმ შემთხვევაში, თუ 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი გამარჯვებს, ეს უარყოფითად იმოქმედებს უკრაინის მხარდაჭერაზე, თუკი ტრამპთან შესაბამისს მიდგომას იპოვიან.
„მე ვიტყოდი, რომ ტრამპი აღიქმება ულტრაქარიზმატული ქმედებების, რეპუტაციისა და ფრაზების დამსახურებით, მაგრამ ვინ გადასცა უკრაინას პირველი ამერიკული იარაღი – „ჯაველინი?” პრეზიდენტმა ტრამპმა. ვინ დაიწყო უკრაინაში პირველი საზღვაო გემების, Island-ისა და Mark-6-ის ტიპის კატარღების უფასო გადაცემის პროგრამა? ტრამპმა. ვინ იბრძოდა Nord Stream 2-თან და სანქციები დაუწესა ცნობილ, მაგრამ უკვე მივიწყებულ გემ Fortuna-ს, რომელმაც ეს მილსადენი გაატარა? ეს იყო ტრამპი”, – ამბობს კულება.
კულება ასევე უარყოფს რაიმე სახის შეთანხმებას რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და ტრამპს ან სხვა ნებისმიერ ამერიკელ ლიდერს შორის.
„ამიტომ ტრამპი არის ადამიანი, რომელთან ერთადაც შესაძლებელია მუშაობა, უბრალოდ საჭიროა, იცოდეთ, თუ როგორ იმუშაოთ მასთან. თუ ის მივა არჩევნებამდე და თუ გაიმარჯვებს, სრულიად განსხვავებული იქნება, ვიდრე პრეზიდენტი ჯო ბაიდენია, ვისიც ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ. არსებობს ძალიან ბევრი „თუ“, მაგრამ უკრაინას არაფრის უნდა ეშინოდეს, არც არჩვენების, არც მოქმედი ან მომავალი პოლიტიკოსების”, – განაცხადა კულებამ.