დმიტრო კულება - დღეს მილიონობით უკრაინელი აფეთქებების ხმამ გააღვიძა, ვისურვებდი, ეს ხმა ესმოდეთ მსოფლიოს ყველა დედაქალაქში, პარლამენტში, სადაც უკრაინის დახმარების საკითხს განიხილავენ
დმიტრო კულება - დღეს მილიონობით უკრაინელი აფეთქებების ხმამ გააღვიძა, ვისურვებდი, ეს ხმა ესმოდეთ მსოფლიოს ყველა დედაქალაქში, პარლამენტში, სადაც უკრაინის დახმარების საკითხს განიხილავენ

მსურს, აფეთქებების ხმა ესმოდეს მას, ვინც წერს, რომ პუტინი მზად არის მოლაპარაკებებისთვის, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებმა სოციალურ ქსელში დაწერა.

კულება წერს, რომ 29 დეკემბერს, ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით 110 რაკეტა და დიდი რაოდენობით უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა.

„დღეს მილიონობით უკრაინელი ხმამაღალი აფეთქებების ხმამ გააღვიძა. ვისურვებდი, ეს ხმა ისმოდეს მთელ მსოფლიოში. ყველა მსხვილ დედაქალაქში, შტაბბინაში და პარლამენტებში, რომლებიც ახლა განიხილავენ უკრაინის დახმარების გაგრძელების საკითხს. რომ ეს ხმა ესმოდეთ ყველა გამოცემის რედაქციაში, რომელიც წერს „გადაღლისა“ და რუსეთის ვითომდა მზაობაზე მოლაპარაკებებისთვის“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მისივე თქმით, აფეთქებების ხმა არის ერთადერთი, რისი თქმაც რუსეთს სურს.

„ჩვენი ერთადერთი კოლექტიური პასუხი შეიძლება იყოს და უნდა იყოს უკრაინის უწყვეტი, ძლიერი და გრძელვადიანი სამხედრო და ფინანსური დახმარება. მხოლოდ დიდი საცეცხლე სიმძლავრე აიძულებს რუსულ ტერორს, დადუმდეს“, – წერს კულება.