დმიტრო კულება - ჩემი შთაბეჭდილებით, რუსეთი ახლა არ არის იმ პოზიციაზე, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დააწესოს, მათ სურთ, უკრაინა ჩაბარდეს
უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხზე არ გვისაუბრია, ვისაუბრეთ ჰუმანიტარულ საკითხებზე, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ანტალიაში რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კულებას თქმით, მან რამდენჯერმე კონსტრუქციულად მიმართა მინისტრ ლავროვს თხოვნით, სასწრაფოდ გადაეწყვიტათ ჰუმანიტარული საკითხები.
რაც შეეხება ცეცხლის შეწყვეტას, უკრაინელი დიპლომატი აღნიშნავს, რომ რუსეთს სურს, უკრაინა ჩაბარდეს.
„ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ რუსეთი ახლა არ არის იმ პოზიციაზე, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დააწესოს. მათ სურთ, უკრაინა ჩაბარდეს, ეს ის არ არის, რასაც ისინი მიიღებენ. უკრაინა არის ძლიერი, უკრაინა იბრძვის, უკრაინამ ჩაშალა რუსეთის თავდაპირველი გეგმები. ჩვენ მზად ვართ, ვეძებოთ დაბალანსებული დიპლომატიური გამოსავალი, რათა დავასრულოთ ეს ომი, თუმცა ჩვენ არ დავნებდებით“, – განაცხადა კულებამ.