დმიტრო კულება - 2024 წელს პუტინთან ინტერვიუს ჩაწერა იგივეა, რაც 1944 წელს ჰიტლერისთვის ტრიბუნის მიცემა
დმიტრო კულება - 2024 წელს პუტინთან ინტერვიუს ჩაწერა იგივეა, რაც 1944 წელს ჰიტლერისთვის ტრიბუნის მიცემა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსეთის მიერ ხარკოვზე განხორციელებულ თავდასხმას და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუს ეხმაურება. ამის შესახებ კულება სოციალურ ქსელში წერს.

„ერთ დღეს პუტინს ნებას რთავთ თავისი გიჟური გენოციდური პროპაგანდა გაავრცელოს, მეორე დღეს კი, ხარკოვს არტყამს და შვიდ ადამიანს კლავს“, – წერს კულება კულება,

როგორც კულება აცხადებს, 2024 წელს პუტინთან ინტერვიუს ჩაწერა იგივეა, რაც 1944 წელს ჰიტლერისთვის ტრიბუნის მიცემა.

„ჩვენ უნდა დავამარცხოთ ის და არა დავეხმაროთ მას სისხლისმსმელი ტყუილების გავრცელებაში“, – წერს კულება.