სხვა პარტიის კანდიდატის მხარდაჭერის გამო, დმანისის მერი გიორგი ტატუაშვილი „ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს
დმანისის მერი გიორგი ტატუაშვილი პარტია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს, – ამის შესახებ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, გარიცხვის მიზეზი „ქართული ოცნების“ კონკურენტი კანდიდატის მხარდაჭერაა.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნოს გადაწყვეტილებით, დმანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ტატუაშვილი, რომელიც ამავე დროს იკავებს დმანისის მერის თანამდებობას, პარტიის რიგებიდან იქნა გარიცხული.
გარიცხვის მიზეზი გახდა პარტიული დისციპლინის უხეში დარღვევა, რაც გამოიხატა მის მიერ „ქართული ოცნების“ კონკურენტი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერაში“, – ნათქვამია განცხადებაში.