ჟურნალმა Time-მა 2018 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სია გამოაქვეყნა
ჟურნალმა Time-მა 2018 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სია გამოაქვეყნა

ჟურნალმა Time-მა 2018 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სია გამოაქვეყნა. ისტორიაში პირველად, სიაში ყველაზე მეტი რაოდენობის ქალი მოხვდა.

ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის არის არის ამერიკელი მსახიობი და პრინცი ჰარის საცოლე მეგან მარკლი, რეპერი Cardi B, ჰოლივუდის ვარსკვლავი ნიკოლ კიდმანი, მომღერალი რიანა, ლეგენდარული წამყვანი ოპრა უინფრი, კომიკოსი ტიფანი ჰადიში, მომღერალი ჯენიფერ ლოპესი და ა.შ.

სიაშია კამპანია #metoo-ს ავტორი ტარანა ბურკეც. ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის დასახელდნენ პარკლენდის სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ამერიკაში იარაღის კონტროლს ითხოვენ.