ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდმა „ოქროს ფრთა“ 21 პრიზიორი გამოავლინა
ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდმა „ოქროს ფრთა“ რიგით მეთხუთმეტე ცერემონიაზე 21 პრიზიორი გამოავლინა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს „ოქროს ფრთა“ ერის სულიერი გაძლიერების, სამოქალაქო მშვიდობის ხელშეწყობისა და სახელმწიფოს მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა.
დამსახურებულ არტისტს გოგი ხარაბაძეს – ეპოქალური მნიშვნელობის პროექტებში მონაწილეობისა და კულტურის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
ტელეჟურნალისტ დიანა ტრაპაიძეს – ჟურნალისტური საქმიანობისთვის
„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსს ნოდარ მელაძეს წლის ექსკლუზიური რეპორტაჟებისა და ყველაზე რეიტინგული საინფორმაციო გადაცემებისთვის.
დამსახურებულ არტისტს, სცენარისტსა და მუსიკოსს ჯემალ ბაღაშვილს ქართული იუმორისა და სცენის ლეგენდის ნომინაციაში.
„საქმიანი დილის“ წამყვანს, ჟურნალ Forbes Georgia-ს რედაქტორს გიორგი ისაკაძეს ბიზნესისა და ეკონომიკის პროფესიულ დონეზე გაშუქებისთვის.
გაზეთ ,,პრაიმტაიმის“ ჟურნალისტს მირიან ბოქოლიშვილს სამართლისა და კრიმინალის სფეროში ფაქტებისა და მოვლენების პრესაში პროფესიონალურად გაშუქებისთვის.
აშშ-ს ელჩს საქართველოში იან კელის საქართველოში დემოკრატიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისთვის.
,,ობიექტივის“ მთავარ რედაქტორსა და საქართველის დამსახურებულ ჟურნალისტ ბონდო მძინარაშვილს აქტიური ჟურნალისტური საქმიანობისთვის.
,,იმედის დილის“ ეთერის პროდიუსერს სოფო ნიკოლაიშვილს ნომინაციაში ,,წლის პროდიუსინგი“.
მსახიობ დავით კვირცხალიას სამსახიობო საქმიანობისთვის.
,,იბერიის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსს წლის განახლებული საინფორმაციო სამსახურისთვის.
იაპონიის საელჩოს ატაშეს იასუჰირო კოჯიმას იაპონიაში ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის
პირველი არხის ვებრედაქტორს ირინა დეკანოიძეს ონლაინ სივრცეში ხარისხიანი და რეიტინგული მუშაობისთვის
პროექტს ,,ცოცხალი წიგნების“ ავტორს ქეთი დუმბაძეს საქართველოში ქართული მწერლობის პოპულარიზაციისთვის.
ნევროლოგ გოგიტა გეგელაშვილს ნევროლოგიის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
ჟურნალისტ გია გაბრიჭიძეს საინტერესო ჟურნალისტური მოღვაწეობისთვის.
მევიოლინე ლიანა ისაკაძეს.
ჟურნალისტ მარიამ მაქაცარიას აშშ-ში საქართველოს შესახებ ინფორმაციის ღირსეულად გაშუქებისთვის
მეცნიერებათა დოქტორ ნათელა ღაღანიძეს საფრანგეთში საქართველოს კულტურის პოპულარიზაციის ღირსეულად წარმოჩენისთვის.
სტუდენტი ლიკა ქსოვრელი კი დაჯულდოვდა სპეციალური სტუდენტური პრემიით „ნუცა“ (ნუცა მახვილაძე).
ოქროს ფრთის ლაურეატებს ყოველწლიურად ჟიურის განახლებული შემადგენლობა არჩევს. წელს ნომინანტები შვიკაციანმა ჟიურიმ შეარჩია.
ჟიურის თავმჯდომარე – „ბრავო რექორდსის“ ხელმძღვანელი ზაზა შენგელია იყო. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ „პრაიმტაიმის“ დამფუძნებელი და „ოქრის ფრთის“ პრეზიდენტი თამარ ფხაკაძე, „ოქროს ფრთის“ ფონდის დამფუძნებელი ეთერ ჯიშკარიანი, ჟურნალისტი თამარ ცაგარეიშვილი, ტელეწამყვანი, გადაცემა „რეალური სივრცის“ ავტორი და წამყვანი ნინო ზაუტაშვილი, ტელეჟურნალისტი ინგა გრიგოლია და ტელეწამყვანი გოდერძი შარაშია.
ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდი „ოქროს ფრთა“ 2003 წელს ჟურნალისტმა ეთერ ჯიშკარიანმა დააფუძნა. 2012 წლიდან ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდ „ოქროს ფრთის“ პრეზიდენტი თამარ ფხაკაძეა.