ჟურნალისტმა ირაკლი ტაბლიაშვილმა ავტოსტუდია გახსნა, სახელწოდებით – „TABLO-ს ავტოსტუდია“. ავტოსტუდიის შესახებ ირაკლი ტაბლიაშვილმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე განთავსდა.
ირაკლი ტაბლიაშვილის თქმით, ავტოსტუდიაში მომზადდება ინტერვიუები პოლიტიკოსებთან, ხელისუფლებისა და ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან და მიმომხილველებთან.
გადაცემა ფეისბუქგვერდზე განთავსდება და გვერდის გამომწერები ახალი გადაცემის შესახებ შეტყობინებას მიიღებენ. ირაკლი ტაბლიაშვილის განცხადებით, ფეისბუქგვერდზე ასევე განთავსდება ვიდეობლოგები, სტატიები და აუდიოპოდკასტები.