ჟურნალისტი სავიკ შუსტერი - სააკაშვილის პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, საქართველო ძალიან დიდ კონფლიქტში შევა რუსეთთან, მაგრამ არა სამხედრო თვალსაზრისით, ამისთვის ძალები არ ეყოფათ
საქართველო რუსეთთან კონფლიქტში იმ შემთხვევაში შევა, თუ ოპოზიცია, სააკაშვილის პარტია გაიმარჯვებს, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, სავიკ შუსტერმა ალესია ბაცმანთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
ამასთან, როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, საქართველო ძალიან დიდ კონფლიქტში იქნება რუსეთთან, მაგრამ არა სამხედრო თვალსაზრისით, რადგან, მისივე თქმით, ამისთვის ძალები არ ეყოფათ.
„არ მგონია, რომ საქართველომ მეორე ფრონტი გახსნას, რომ სამხედრო, ფიზიკური თვალსაზრისით მათ ეს შეუძლიათ, რადგან, პრინციპში, 2008 წელს საქართველოს ჯარი არ იყო ცუდად შეიარაღებული, მაგრამ ვერ მოახერხა, წინააღმდეგობა გაეწია ბარბაროსებისთვის, თუმცა მაშინ არ ჩაუდენიათ ისეთი საშინელი დანაშაულები, როგორიც უკრაინაში. შესაძლოა, ჩვენ ბევრი რამ ჯერ კიდევ არ ვიცით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე. არ მგონია, რომ საქართველო რუსეთთან კონფლიქტში შევა, განსაკუთრებით, სამხედრო მიმართულებით. საქართველო რუსეთთან კონფლიქტში შევა იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია, სააკაშვილის პარტია გაიმარჯვებს. მაშინ ძალიან დიდ კონფლიქტში იქნება რუსეთთან, მაგრამ არა სამხედრო თვალსაზრისით, ამისთვის მათ ძალები არ ეყოფათ“, – განაცხადა შუსტერმა.