ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი - თურქეთმა დაიწყო აცრები ჩინური ვაქცინით და ჩვენ რატომ არ გვეკადრებოდა
თურქეთს ჩვენზე ათჯერ ძლიერი ჯანდაცვა აქვს, ქართველები იქ დადიან სამკურნალოდ, თურქეთმა შეიტანა ჩინური ვაქცინა და დაიწყო აცრები, ჩვენ რატომ არ გვეკადრებოდა, – ამის შესახებ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
„ვერ გავიგე, ეს ჩვენი ხელისუფლება რატომ დაკომპლექსდა ასე ჩინურ ვაქცინაზე? თურქეთს ჩვენზე ათჯერ ძლიერი ჯანდაცვა აქვს, ქართველები იქ დადიან სამკურნალოდ და თუ თურქეთმა შეიტანა და დაიწყო ჩინურით აცრები, ჩვენ რატომ არ გვეკადრებოდა?
თან ეს ვაქცინაცია სავალდებულო ხომ არაა? შემოიტანე, ყველა ინფორმაცია ამ ვაქცინაზე მიაწოდე მოსახლეობას და ვისაც არ მოუნდება, არ გაიკეთებს და დაელოდება სხვა ვაქცინას, ვისაც მოუნდება, გაიკეთებს. გასაგებია, რომ ოპოზიცია ყვირილს დაიწყებდა, მაგრამ რა, ახლა არ ყვირიან?
ვიღაცები წერენ, ქართველები დუბაიში დაფრინავენ, რომ ჩინური ვაქცინა გაიკეთონო“, – წერს მერაბ მეტრეველი.