ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით გამოკითხვები მიმდინარეობს
თაბუკაშვილის ქუჩაზე, ძველი თბილისის სამმართველოში ჟურნალისტების გამოკითხვა მიმდინარეობს.
პოლიციის შენობაში ამჟამად ექვსი ჟურნალისტი იმყოფება.
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი.
შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით რვა პირია დაკავებული.
მათივე ცნობით, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 არის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი.