ჟურნალისტებს, რომლებიც ევროკავშირის სამიტებს აშუქებენ, წელიწადში 50 ევროს გადახდა მოუწევთ
ჟურნალისტებს, რომლებიც ევროკავშირის სამიტებს აშუქებენ, უსაფრთხოების ნორმების გავლისთვის ექვს თვეში ერთხელ 50 ევროს გადახდა მოუწვეთ. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირმა 18 ოქტომბერს დაგეგმილი სამიტისთვის აკრედიტაციების გაცემის პროცესში გაავრცელა.
გადასახადის შემოღებას ბელგიის ახალი კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომელიც ძალაში 1-ელი ივნისიდან ამოქმედდა.
გადასახადს მხოლოდ ბელგიის მოქალაქეები ან ის ჟურნალისტები გადაიხდიან, რომლებსაც ბელგიაში ცხოვრების უფლება აქვთ მოპოვებული. უცხოელ ჟურნალისტებს აღნიშნული რეგულაცია არ შეეხება.
ევროკავშირის საკითხებს ბელგიაში მცხოვრები დაახლოებით ათასი ჟურნალისტი აშუქებს. რაც შეეხება სამიტებს, წელიწადში ევროკავშირის დაახლოებით ხუთი სამიტი იმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბელგიის მთავრობაში ექვს თვეში 50 ათას ევროს გამოიმუშავებენ.