„ლექსოსთვის“ – ამ ლოზუნგით გაიმართა სამეგრელოს რეგიონში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლების მდუმარე აქცია ზუგდიდში.
მედიის წარმომადგენლები ზუგდიდის ცენტრალურ მოედანთან შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, დაისაჯოს ყველა დამნაშავე პირი 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით.
მედიის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს სამძიმარი „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახს.