სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ 2017 წელი შეაჯამა და სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოები დაასახელა.
2017 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენი გახდა ძალოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონი ლაშა ტალახაძე. ჟურნალისტებმა გამოკითხვაში მეორე ადგილი “გოლდენ სტეიტის” ცენტრს ზაზა ფაჩულიას მიანიჭეს, მესამეზე გავიდა თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი.
წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი გახდა წყალბურთელი ანდრია ბითაძე. საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში გაიმარჯვა ძალოსანთა ნაკრების დამრიგებელმა გიორგი ასანიძემ.
წლის საუკეთესო გუნდების სამეული ასე გამოიყურება:
1. რაგბის ეროვნული ნაკრები;
2. კალათბურთის ეროვნული ნაკრები;
3. წყალბურთის ეროვნული ნაკრები.