სააგენტო AP-მა წლის სპორტსმენები დაასახელა
სააგენტო AP-მა წლის სპორტსმენები დაასახელა

„ლოს ანჯელეს კლიპერსის“ ფორვარდი კავაი ლეონარდი სააგენტო Associated Press-ის ვერსიით წლის სპორტსმენია.

2018-19 წლების სეზონში ლეონარდი NBA-ის ჩემპიონი გახდა „ტორონტოს“ შემადგენლობაში, აგრეთვე, ფინალური სერიის უძვირფასეს მოთამაშედ დასახელდა.

აღვნიშნავთ, რომ ლეონარდი მეხუთე კალათბურთელია, რომელმაც ეს პრიზი მოიპოვა. ადრე წლის სპორტსმენები გახდნენ: ლარი ბერდი (1986), მაიკლ ჯორდანი (1991-93), ლებრონ ჯეიმსი (2013, 2016, 2018) და სტეფ კარი (2015).

ხუთეული შეავსეს ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეებმა – ლამარ ჯექსონმა, პატრიკ მაჰომსმა, ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა და კალათბურთელმა იანის ანტენტოკუნმპომ.

ქალებს შორის AP-ის ვერსიით წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი გახდა ამერიკელი ტანმოვარჯიშე სიმონა ბაილსი. მეორე ადგილზე ასევე ამერიკელი ფეხბურთელი მეგან რაპინო გავიდა.