ჟურნალისტ ივან გოლუნოვის დაკავების საქმესთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინმა პოლიციის ორი გენერალი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ჟურნალისტ ივან გოლუნოვის დაკავების საქმესთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინმა პოლიციის ორი გენერალი თანამდებობიდან გაათავისუფლა

ჟურნალისტ ივან გოლუნოვის დაკავების საქმესთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პოლიციის ორი გენერალი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

რუსული მედიის ინფორმაციით, თანამდებობიდან გადააყენეს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის მთავარი სამმართველოს ნარკოტიკების სამმართველოს ხელმძღვანელი იური დევიატკინი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის მთავარი სამმართველოს შინაგან საქმეთა სამმართველოს ხელმძღვანელი ანდრეი პუჩკოვი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების გათავისუფლების თხოვნით რუსეთის პრეზიდენტს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვლადიმირ კოლოკოლცევმა მიმართა.

ჟურნალისტი ივან გოლუნოვი 6 ივნისს დააკავეს. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ჟურნალისტს ნარკოტიკული საშუალება მეფედრონი აღმოუჩინეს. თავად ჟურნალისტი ამტკიცებდა, რომ ნარკოტიკი მას პოლიციამ ჩაუდო. 11 ივნისს რუს ჟურნალისტს ყველა ბრალდება მოუხსნეს.

რუსი ჟურნალისტი ივან გოლუნოვი კორუფციის საქმეებს იძიებს.

დატოვე კომენტარი