ჟურნალისტ იან კუჩაკისა და მისი საცოლის მკვლელობიდან წლისთავზე სლოვაკეთში აქცია გაიმართა
ჟურნალისტ იან კუჩაკისა და მისი საცოლის მკვლელობიდან წლისთავზე სლოვაკეთში აქცია გაიმართა

გამომძიებელი ჟურნალისტის იან კუჩაკისა და მისი საცოლის მკვლელობიდან წლისთავზე სლოვაკეთში მასშტაბური აქცია გაიმართა. დედაქალაქ ბრატისლავაში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა და მთავრობა უმოქმედობაში დაადანაშაულა.

27 წლის ჟურნალისტი კორუფციის, საგადასახადო თაღლითობისა და სლოვაკ პოლიტიკოსებთან იტალიური მაფიის კავშირებს იძიებდა.

გასული წლის სექტემბერში მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სლოვაკეთში ოთხი ადამიანი დააკავეს. მკვლელობების შემდეგ დაწყებული მასშტაბური აქციების გამო, რობერტ ფიკო პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა, თუმცა ვადამდელი არჩევნები არ დანიშნულა და ქვეყანას სამი პარტიის კოალიცია მართავს.

ჟურნალისტი იან კუჩაკი და მისი საცოლე ბრატისლავაში, თავიანთ სახლში მოკლეს.