VOGUE-ის გერმანული გამოცემა - წაიკითხეთ წიგნები საქართველოდან და საქართველოს შესახებ
ჟურნალი VOGUE-ის გერმანული გამოცემა 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტს უძღვნის სტატიას სათაურით – „11 ყველაზე ლამაზი წიგნი საქართველოდან და საქართველოს შესახებ“.
„საქართველო სტუმართმოყვარე და სიცოცხლის მოყვარული ქვეყანაა. თანამედროვეა და ამავდროულად მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. პოლიტიკურად და კულტურულად აქტუალურია და მომავლისკენ იყურება. ეს ყველაფერი საკუთარ თავზე უნდა გამოსცადოთ, ანდა წაიკითხოთ. მაგალითად, 11 წიგნი საქართველოდან და საქართველოს შესახებ“, – წერს VOGUE-ის ჟურნალისტი ბერნ სკუპინი.
ჟურნალისტი ბერნ სკუპინი საქართველოს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და შემოქმედებითი საქართველოს მიერ ორგანიზებული პრესტურის ფარგლებში სტუმრობდა. იგი VOGUE-ში ქართული ლიტერატურის, კულტურისა და ზოგადად საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის შესახებ ცხრაგვერდიან ბეჭდურ და ონლაინ სხვადასხვა ვერსიებს აქვეყნებს.
ინფორმაციას სტატიის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.