ჟოზეფ ბორელის სახელით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კავკასიის სამ ქვეყანაში ჩავლენ
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის სახელით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კავკასიის სამ ქვეყენაში ჩავლენ, – ეს განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა ლისაბონში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გააკეთა.
„ჩემი სახელით, ევროკავშირის მინისტრების ჯგუფი ჩავა კავკასიის სამ ქვეყენაში, რათა კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ჩვენი მზადყოფნა, ჩავერთოთ რეგიონში მიმდინარე მოვლენებში“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ლისაბონში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რუმინეთის ინიციატივით განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში, არსებული გადაუჭრელი კონფლიქტების საკითხი და მხარი დაუჭირეს ამ კონფლიქტების მოგვარებაში ევროკავშირის ჩართულობის გაზრდას.