ჟოზეფ ბორელი - რაც უფრო წარმატებულები იქნებიან აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოები რეფორმების პროცესში, მით მეტად შეძლებენ, წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის ზეწოლას
რაც უფრო მეტად წარმატებულები იქნებიან აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოები რეფორმების პროცესში, მით უფრო მდგრადები იქნებიან და შეძლებენ წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის ზეწოლას ან ჩარევას, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი ჟოზეფ ბორელი თავის პერსონალურ ბლოგში წერს, რომელიც რუსეთ-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობებს ეხება.
„რუსეთის შეკავების პოლიტიკის კიდევ ერთი ასპექტი გულისხმობს ევროკავშირის პარტნიორების მდგრადობის განმტკიცებას. ეს სჭირდება ამ ქვეყნების მიერ შიდა მმართველობის გაუმჯობესებას: კორუფციასთან ბრძოლას, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების წინ წაწევას და ფუნდამენტური უფლებების დაცვას. რაც უფრო წარმატებულები იქნებიან ეს ქვეყნები რეფორმების პროცესში, მით უფრო მდგრადები იქნებიან ისინი და უკეთ შეძლებენ წინააღმდეგობის გაწევას რუსეთის ზეწოლისა და ჩარევისთვის. ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთის მეზობლების მხარდაჭერას, რომ ეს სახელმწიფოები, მათი ხალხი დარჩეს თავისუფალი და თავად განსაზღვრონ მომავალი“, – წერს ჟოზეფ ბორელი პერსონალურ ბლოგში.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში გამართულ სამიტზე რუსეთთან ურთიერთობების საკითხზე იმსჯელეს. სამიტის დასასრულს გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც ევროპელი ლიდერები ადასტურებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერა და ევროპულ მისწრაფებას.